დავით კეზერაშვილის საქმე

მეორე დღეა, შეფასებების თემაა ჩხრეკა დავით კეზერაშვილის საცხოვრებელ სახლში. საგამოძიებო უწყების ცნობით, ამაღლების ქუჩაზე მდებარე ბინიდან სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები ამოიღეს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამტკიცებს, რომ ამოღებული იარაღის მხოლოდ ნაწილი ეკუთვნის მას. ექსმინისტრის განმარტებით, სახლი, სადაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა, 2012 წლიდან დაკეტილია და იქ არავინ ცხოვრობს.

წინა მთავრობის მაღალჩინოსნის სახლში საგამოძიებო მოქმედებები გუშინ 15 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. შსს-ს ცნობით, ამოღებულია დიდი ოდენობით თანხა, ჩაფხუტები, აირწინაღები, კომპიუტერული ტექნიკა, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები.