დავით გარეჯის საქმე - გელა ბეჟუაშვილის გამოკითხვა

უკვე ხუთი საათია, გენერალურ პროკურატურაში დავით გარეჯის საქმეზე საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, გელა ბეჟუაშვილი გამოკითხვაზე იმყოფება. გამოძიება 2006-2007 წლებში სადემარკაციო-სადელიმიტაციო კომისიის მუშაობის კანონიერებას სწავლობს, რომელმაც ამ პერიოდში საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრების ნაწილი განსაზღვრა.

გამოძიებისთვის საინტერესო პერიოდში ბეჟუაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. საქმის მასალებში დევს მისი ინტერვიუც, სადაც ბეჟუაშვილი ამბობს, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი აზერბაიჯანის ტერიტორიაა და ამაზე არავინ დავობს. სავარაუდოდ, სწორედ მინისტრობის პერიოდსა და ამ ინტერვიუს ეხება გამოძიების შეკითხვები გელა ბეჟუაშვილთან.