დავით გარეჯის საქმე - განცხადებები პოლიტიკურ სპექტრში

განსხვავებულია ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებები. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დავით გარეჯისთვის იბრძვიან, თუმცა, მისივე შეფასებით, ივერი მელაშვილი ამბობს, რომ აზერბაიჯანი სხვა კუთხით უყურებს საკითხს ამა თუ იმ რუკის მიხედვით და შეიძლება მათთვის უფრო მომგებიანი სიტუაცია შეიქმნას.

რაც შეეხება პარტია „ლელოს“ პოზიციას, ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ ის კარტოგრაფიის სპეციალისტი არ არის და მისი, როგორც პოლიტიკოსის მხრიდან შეფასება, არასწორი იქნება. პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“ გურამ მაჭარაშვილი კი განმარტავს, რომ ივერი მელაშვილმა, ფაქტობრივად, აღიარა დანაშაული, რაზეც პროკურატურა მტკიცებულებების მოპოვებას ცდილობდა. განცხადებები გააკეთეს სხვა პოლიტიკოსებმაც.