დავით გარეჯის საქმე - ადვოკატის განცხადება

დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილის ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი ე.წ. მატროსოვის ციხეში მისი დაცვის ქვეშ მყოფს შეხვდა. ადვოკატის განცხადებით, ივერი მელაშვილი უკვე გაეცნო საქმეში არსებულ საქმის ძირითად მასალებს.

ედუარდ მარიკაშვილი აცხადებს, რომ მათთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, პროკურატურამ გადასცეს 200 000-იანი რუკის ასლი და აღნიშნულ რუკას ბრალდებული გაეცნოს. ადვოკატის განცხადებით, ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.