დავით-გარეჯის საქმე

დავით-გარეჯის საქმეზე სასამართლო სხდომები რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ განახლდა. საქმე განსახილველად მოსამართლე ნინო ნაჭყებიას დაეწერა, რადგან წინა მოსამართლეს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. პროცესზე საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს და გაწერეს მომდევნო სხდომები. მხარეებმა მედიასთან საკუთარი პოზიციები კიდევ ერთხელ დააფიქსირეს.