დავით გარეჯის საქმის დღევანდელი სხდომა გადაიდო. პროცესი 23 აპრილს, მტკიცებულებების გამოკვლევით დაიწყება. სავარაუდოდ, დაიწყება მოწმეების დაკითხვა, თუმცა, საქმის პროკურორი აცხადებს, რომ წარმოდგენილ მოწმეთა რიგითობა ჯერ უცნობია. დღევანდელ პროცესზე კი ადვოკატებმა შესავალი სიტყვა წარმოთქვეს.
ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას გამოძიება საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას ედავება.