დავით გარეჯის საქმე

დავით გარეჯის საქმე – პროცესი დაცვის მხარის შესავალი სიტყვით გრძელდება. შემდეგ კი სასამართლო მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე გადავა. ივერი მელაშვილის ადვოკატის თქმით, ელოდებიან ექსპერტიზის პასუხს, რომელიც საქმეში წარდგენილი რუკის საკითხს შეეხება. თავის მხრივ, ექსპერტიზა დანიშნული აქვს ბრალდების მხარესაც, თუმცა შედეგები ჯერ ცნობილი არ არის.

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას გამოძიება საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას ედავება. კარტოგრაფები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.