დავით გარეჯის საქმე

დავით გარეჯის საქმეზე მიმდინარე პროცესზე პროკურატურა ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს. ამის შესახებ პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ბრალდებულების ბრალეულობა საკმაოდ მაღალი სტანდარტით არის დადასტურებული, ახლა კი საგამოძიებო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს დავალებების გამცემი პირების გარშემო.

სწორედ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დღეს უკვე მესამედ იმყოფება საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი მანჯგალაძე, რომელიც იმ პერიოდში ხელმძღვანელობდა სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიას, რომლითაც გამოძიებაა დაინტერესებული.

ნოდარ ჩაჩუა განავრცობს თემას.