დავით გარეჯის საქმე

დავით გარეჯის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დღეს, უკვე მესამედ, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი მანჯგალაძე დაიბარეს. მანჯგალაძე იმ პერიოდში, რომლითაც გამოძიებაა დაინტერესებული, ხელმძღვანელობდა სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიას, რომლის მუშაობის კანონიერებასაც პროკურატურა სწავლობს.

გიორგი მანჯგალაძემ ჩვენება პროკურატურას ორჯერ უკვე მისცა. რას უკავშირდება მისი მესამედ დაბარება, უცნობია. დღესვე დავით გარეჯის საქმეზე უკვე ბრალდებული ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის წინასასამართლო სხდომაა ჩანიშნული.

ხათუნა გაგნიძე დეტალებით.