დავით გარეჯის საქმე

2012 წელს გაკეთებული განცხადების გამო, ყოფილი მაღალჩინოსანი სასამართლოში დაკითხეს. დავით გარეჯის საქმეს კიდევ ერთი ყოფილი მაღალი თანამდებობის პირის ჩვენება დაემატა. მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით, პროკურატურის შეკითხვებს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ უპასუხა.

საუბარია 2012 წლის 14 მაისს გაკეთებულ კომენტარზე, რა დროსაც ნინო კალანდაძემ თქვა, რომ საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული, უდაბნოს მონასტრის ტერიტორია საქართველოს საზღვრებში არ შედიოდა. მას შემდეგ, რაც 1938 წლის რუკის დაკარგული დედნის მოძიება ძიების დაწყების მიზეზი გახდა და ქვეყნის ტერიტორიების ნაწილის გადაცემის მცდელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ექსმაღალჩინოსნის ეს განცხადება არაერთხელ გაიხსენეს. კალანდაძე ნახსენებია დავით გარეჯის არქიმანდრიტ მეუფე კირიონის ჩვენებაშიც.