დავით გარეჯის საქმე

პროკურატურამ ბიზნესმენი დავით ხიდაშელი დავით გარეჯის საქმეზე დამატებით გამოკითხა. ინფორმაცია ამის შესახებ ხიდაშელმა საქართველოს პირველ არხს თავად დაუდასტურა. როგორც ცნობილია, პირველი ჩვენება ბიზნესმენმა გამოძიებას რამდენიმე კვირის წინ მისცა, რაც ტოპოგრაფიული და კარტოგრაფიული მასალის მოპოვებისა და ქართული მხარისთვის გადაცემის დეტალებს უკავშირდებოდა.

შეგახსენებთ, რომ მის მიერ თავდაცვის სამინისტროსთვის გადაცემული მასალების საფუძველზე, გენერალურმა პროკურატურამ ძიება საქართველოს ტერიტორიის ნაწილის სხვა ქვეყნისთვის გადაცემისკენ მიმართული ქმედების მუხლით დაიწყო. საქმეზე სადემარკაციო კომისიის ორი წევრი – ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი არიან დაკავებულები, რომლებიც ბრალს არ აღიარებენ.