დავით ჭაკუას საქმე

ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე ერთ-ერთი მსჯავრდებულის, დავით ჭაკუას გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსანს გამოძიება პატიმართა მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს. ჭაკუას ადვოკატი ამბობს, რომ პროკურატურას მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ აქვს და სასამართლოს გადაწყვეტილებაც უკანონოა.

უფლებადამცველის განცხადებით, სამართლებრივი ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებენ და გადაწყვეტილებას ჯერ უზენაესში, საჭიროების შემთხვევაში კი სტრასბურგში გაასაჩივრებენ.