დავა გრენლანდიის გარშემო

არქტიკული გასასვლელები და საზღვაო არხები – ამ და კიდევ არაერთი მიზეზის გამო, გრენლანდიის გარშემო დავა არ წყდება. აშშ-ის პრეზიდენტისთვის საკითხი პრინციპული და მნიშვნელოვანია. დონალდ ტრამპი ამბობს, რომ შტატებს გრენლანდია ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის სჭირდება.

ამ პოზიციის კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაფიქსირების მიზნით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კუნძულს ესტუმრა და ადგილობრივ მოსახლეობას შტატებთან კავშირების გამყარებისკენ მოუწოდა. ჯეი დი ვენსმა არქტიკაში გლობალური კონკურენციის ზრდაზეც ისაუბრა და რუსეთისა და ჩინეთის პოზიციების გაძლიერებას გაუსვა ხაზი. ვაშინგტონის პოლიტიკა უკმაყოფილებას იწვევს ატლანტის ოკეანის მეორე მხარეს, სადაც ამბობენ, რომ დანიის მიმართ პრეტენზიები არასწორია.

გივი ბარამიძე დეტალებით.