დაუჭერს თუ არა მხარს პარლამენტი მმართველი გუნდის მიერ შემუშავებულ დადგენილებას

დაუჭერს თუ არა მხარს პარლამენტი მმართველი გუნდის მიერ შემუშავებულ დადგენილებას. კანონმდებლები ამ წუთებში სწორედ ამ საკითხს იხილავენ. დოკუმენტი ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიაზე მომზადებულ რეკომენდაციებს ეხება.

საკითხი უმრავლესობის დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ წარმოადგინა პარლამენტის სხდომაზე და დადგენილებაზე მსჯელობა ნახევრად ცარიელ დარბაზში მიმდინარეობდა. მსჯელობაში ოპოზიციონერ დეპუტატებს მონაწილეობა არ მიუღიათ.

მანამდე კი, სამი საათის განმავლობაში, დეპუტატები მსჯელობდნენ და აფასებდნენ საგამოძიებო კომისიის სახელით “ევროპული საქართველოს” მიერ წარდგენილ რეკომენდაციებს.

განხილვების მეორე დღესაც პარლამენტში ისმოდა ურთიერთბრალდებები და შეფასებები, რომ დოკუმენტი პოლიტიკურ ხასიათს ატარებს.