დასკვნა სახალხო დამცველის კანდიდატურების ასარჩევად

12:08, 21.11.2022

ომბუდსმენის პოსტზე წარდგენილი კანდიდატურების თაობაზე დასკვნას დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე წარადგენენ. ოპოზიცია მიმდინარე პროცესს სკეპტიკურად უყურებს. ხელისუფლების ოპონენტებს საერთო კანდიდატზე შეჯერების იმედი არ აქვთ. მათი დიდი ნაწილი მხარს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შერჩეულ კანდიდატებს უჭერს. რა გადაწყვეტილებას მიიღებს საპარლამენტო უმრავლესობა, ჯერჯერობით უცნობია.

ახალი სახალხო დამცველი დეპუტატებმა მაღალი კვორუმით, 90 ხმით 8 დეკემბრამდე უნდა დაამტკიცონ.

მსგავსი