დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა

ტვინის შერყევის დიაგნოზით ინგოროყვას კლინიკაში რჩება აქციაზე დაშავებული ოთხი პირი, ერთმა კი სამედიცინო დაწესებულება საკუთარი სურვილით გუშინვე დატოვა. მათ თავისა და სახის არეში აღენიშნებათ დაზიანებები. ერთ-ერთ დაშავებულს კი თვალზე დიდი ზომის ჰემატომა აქვს. მათ მდგომარეობას ექიმები დღის ბოლოს კიდევ ერთხელ შეაფასებენ და კლინიკიდან გაწერის გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებენ.