დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა

სასტიკი თავდასხმის შედეგად დაშავებული „ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე ინგოროყვას კლინიკიდან, შეიძლება, დღეს გაწერონ. მას 24-საათიანი დაკვირვება ჩაუტარდა. ექიმებმა ეს რეკომენდაცია გასცეს, ვინაიდან ჩიხლაძეს წნევის დარეგულირების პრობლემა ჰქონდა. მასთან ერთად მყოფი ოპერატორი გიორგი შეწირული კლინიკიდან გუშინ გაწერეს.

კლინიკაში რჩება თავის არეში მიღებული მძიმე ტრავმით შეყვანილი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ექიმებს ხელოვნური ძილის მდგომარეობაში ჰყავთ გადაყვანილი.

 თამარ ნადარეიშვილი გვიერთდება დეტალებით.