დაპირისპირება სასამართლოსთან

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო. 7 ნოემბრის საქმის განხილვას პირველად ესწრება პატიმარი ექსპრეზიდენტიც. სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაპირისპირება დილიდან დაიწყო, ადგილზე შეკრებილები იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, აქტივისტები, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები. მათი მთავარი მოთხოვნა არის ექსპრეზიდენტის პატიმრობიდან გათავისუფლება.