დაპირისპირება ოპოზიციაში
თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, ოპოზიციაში კვლავ ურთიერთბრალდებებია. კრიტიკა ისმის როგორც ერთობლივი პოზიციის არქონის გამო, ასევე პარტიული რეიტინგების მიმართულებითაც. ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა და პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები არის ბრალდების კიდევ ერთი საკითხი. მაგალითად, ანა წითლიძე და ლევან სანიკიძე აცხადებენ, ბიძინა ივანიშვილს სურს სისტემური ოპოზიციის შექმნა „ლელოსა“ და გახარიას პარტიების სახით. მათივე განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ არის მთავარი ოპოზიციური პარტია, მიუხედავად გამოქვეყნებული რეიტინგებისა.
ბრალდებები ისმის ოპოზიციის მეორე ნაწილის მხრიდანაც, ისინი მიიჩნევენ, რომ „ოცნებასთან“ თავად „ნაციონალური მოძრაობა“ თანამშრომლობს. თემაზე შეფასებები კეთდება მმართველ გუნდშიც.