დაპირისპირება ძიუდოს ფედერაციაში

ძიუდოს ფედერაციაში კრიზისი ღრმავდება. პრეზიდენტი და მასთან დაპირისპირებული სპორტსმენები უკან დახევას არ აპირებენ. პრობლემების განხილვა დღევანდელ ყრილობაზე იგეგმებოდა, თუმცა ნაკრების წევრებმა კაპიტანთან ერთად შეკრება პროტესტის ნიშნად დატოვეს.

მედიისთვის დახურული ყრილობის შემდეგ, ძიუდოისტები კომუნიკაციის ახალ ფორმას ირჩევენ და დავით ქევხიშვილს ტელეკამერების წინ ახსენებენ საკითხებს, რის გამოც მის გადადგომას ითხოვენ. ძირითადი პრეტენზიები სპორტსმენებისთვის განკუთვნილი თანხების არამიზნობრივ ხარჯვას და არასწორ მენეჯმენტს უკავშირდება.

შენიშვნებს არ იღებს ფედერაციის პრეზიდენტი, რომელიც საპროტესტო გამოსვლების მიღმა ცალკეული ჯგუფების ინტერესებს ხედავს. შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამოსავალი ახლა სპეციალურმა კომისიამ უნდა ნახოს, რომელმაც ძიუდოს ნაკრების წევრთა პრეტენზიების შესწავლა უკვე დაიწყო.