ეკა ბესელია და მისი თანამოაზრეები ვენეციის კომისიის დასკვნას უმძიმეს უწოდებენ. ისინი მოუწოდებენ მმართველ გუნდს, ჩააგდოს საკუთარი კანონპროექტი და მათ მიერ მომზადებული დოკუმენტის განხილვა დაიწყონ.
ეკა ბესელიას შეფასებით, ევროპელი ექსპერტების შენიშვნები ემთხვევა მათ მოსაზრებებს. დამოუკიდებელი დეპუტატის განცხადებით, მმართველი გუნდის კანონპროექტის არსებული სახით დამტკიცება დაუშვებელია, რადგან პრინციპული საკითხები სრულად დაიწუნა ვენეციის კომისიამ.