დამანგრეველი მიწისძვრა კოლუმბიაში
კოლუმბიაში მომხდარი 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად, გარდაცვლილთა რიცხვი 132-მდე გაიზარდა. მომხდარი ტრაგედიის გამო, პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მომხდარს ეხმაურებიან ევროპელი ლიდერები. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირმა უკვე დაიწყო კოლუმბიაში სამაშველო ოპერაციის მხარდაჭერა საკუთარი თანამგზავრული სერვისით. კოლუმბიას დახმარებას ჰპირდებიან სხვა ევროპელი ლიდერებიც. საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ამ განსაცდელში კოლუმბიას შეუძლია, საფრანგეთის მეგობრობისა და მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს.