დაკითხვა პროკურატურაში

გვიან ღამით დატოვა გენერალური პროკურატურა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილმა წევრმა, ივერი მელაშვილმა. უწყების შეკითხვებს ის უკვე მეორედ, რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხობდა. მელაშვილი ამბობს, რომ კარტოგრაფიული მასალა, რასთან დაკავშირებითაც პროკურატურას კითხვები ჰქონდა, კომისიისთვის კარგად ნაცნობია და უკვე შესწავლილია. დამნაშავეთა რიგებში ნამდვილად არ ვართ, აცხადებს კომისიის ყოფილი წევრი. გენერალურ პროკურატურაში საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრი, ნატალია ილიჩოვაც გამოკითხეს. უწყება მან უკომენტაროდ დატოვა.

შეგახსნებთ, რომ პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების ფაქტზე პროკურატურაში მიმდინარეობს.