დაკითხვა ფარული მასალების საქმეზე

ე.წ. მიყურადების ფაილების გაჟონვის საქმეზე თბილისის პროკურატურაში მედიასაშუალებების წარმომადგენლების გამოკითხვა გრძელდება. საგამოძიებო უწყებაში ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია იმყოფებოდა. ჟურნალისტი აცხადებს, რომ პროკურატურას სრულად მიაწოდა მის ხელთ არსებული ინფორმაცია. ასევე, საგამოძიებო უწყებაში პირადად მასთან დაკავშირებით დამატებითი ჩანაწერების შესახებ მიიღო ინფორმაცია. ინგა გრიგოლია ამბობს, რომ გავრცელებული მასალები არ ეხება მხოლოდ სასულიერო პირების სავარაუდო თვალთვალს.