დახურული აეროპორტები და გადადებული რეისები

ახლო აღმოსავლეთის ძირითად აეროპორტებში კიდევ 3 400-ზე მეტი საჰაერო რეისი გაუქმდა. დუბაიში და დუბაიდან ყველა ოპერაცია არაბთა გაერთიანებული საამიროების დროით 2 მარტის 15:00 საათამდე შეჩერდა.

„კატარის ავიახაზებში განაცხადეს, რომ ოპერირებას განაახლებენ მას შემდეგ, რაც კატარის სამოქალაქო ავიაციის ორგანო კატარის საჰაერო სივრცის უსაფრთხოდ გახსნის შესახებ გამოაცხადებს. ავიარეისები გაუქმდა თელ-ავივის მიმართულებითაც. დაძაბული ვითარების ფონზე, ფრენები შეაჩერეს რეგიონის სხვა ქვეყნებმაც.