დახმარების პაკეტი უკრაინისთვის

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 60 მილიარდ 8 მილიონი დოლარის ოდენობით უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი წარმომადგენელთა პალატის 311-მა წევრმა დაუჭრა, 112 კი წინააღმდეგი იყო. პროცედურულად კანონპროექტი ახლა სენატმა უნდა მიიღოს, რის შემდეგადაც მას ხელი შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უნდა მოაწეროს. მედიასთან საუბარში აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ საბრძოლო მასალის ნაწილი უკრაინას, შესაძლოა, ერთი კვირის ვადაში მიეწოდოს. მანამდე თეთრი სახლის პრესმდივანმა თქვა ისიც, რომ ჯო ბაიდენი დოკუმენტს ხელს დაუყოვნებლივ მოაწერს, რომ დახმარება უკრაინას დამტკიცებისთანავე გადაეცეს.