მაშინ, როცა ბრიუსელი არასამთავრობოების დაფინანსებას 600 %-ით, 8 მილიარდ ექვსას მილიონ ევრომდე ზრდის, მიმდინარე და მომავალი წლისთვის ევროკავშირი სირიას დაახლოებით 620 მილიონ ევროს გამოუყოფს – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა. ურსულა ფონ დერ ლაიენმა ქალაქ ალეპოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა.
შეგახსენებთ, შეტაკებები ალეპოში სირიის სამთავრობო ძალებსა და „სირიის დემოკრატიულ ძალებს“ შორის 6 იანვარს დაიწყო. არიან დაღუპულები და დაშავებულები. სირიის სამოქალაქო თავდაცვის ძალების ინფორმაციით, არეულობის გამო, ქალაქი 13 000-მა ადამიანმა დატოვა.