დახმარება უკრაინისთვის – ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება

15:12, 17.10.2026

ევროპულმა საბჭომ ევროკომისიას დაავალა, მოამზადოს წინადადებები უკრაინის 2027 წლის ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად, რომელიც 70 მილიარდ ევროს შეადგენს. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ ევროსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

კოშტას განმარტებით, ევროკავშირი უკრაინის მხარდაჭერასა და რუსეთზე ზეწოლას განაგრძობს. ამასთან, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები ყველა ქვეყანას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთისთვის პირდაპირი ან ირიბი დახმარება.

დასკვნაში ლიდერები გმობენ ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ძალების ჩართვას უკრაინის წინააღმდეგ ომში, ასევე იმ სამხედრო მხარდაჭერას, რომელსაც რუსეთი ირანისგან და ბელარუსისგან იღებს.

მსგავსი