დახმარება უკრაინის ენერგოსექტორისთვის

ამერიკა უკრაინის ენერგოსექტორის დასახმარებლად 53 მილიონ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

ტექსტში ასევე ნათქვამია, რომ დაფინანსებას კრიტიკულად მნიშვნელოვანი ელექტროგადამცემი აღჭურვილობის შესაძენად გამოიყენებენ, რომელიც ზამთრის დადგომასთან ერთად, უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება. „ეს მიწოდების პაკეტი მოიცავს გამანაწილებელ ტრანსფორმერებს, ავტომატურ ამომრთველებს, დენის გამტარებსა და სხვა აღჭურვილობას“, – ვკითხულობთ განცხადებაში.