„ტელეკომპანია მთავარის“ ჟურნალისტი სასამართლო დარბაზიდან 2 200-ლარიანი გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა. ბექა ყორშია ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული. მას გამოძიება 173-ე მუხლს ედავება, რაც პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობას გულისხმობს. სხდომაზე დაიკითხა რამდენიმე სამართალდამცავი. თავად ყორშია ბრალს არ აღიარებს და სამართალდამცავების მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს.
საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად სცნო აქციაზე დაკავებული, პროექტ „წიგნების თაროს“ მონაწილეები – სანდრო მეტრეველი, ნიკა ბერიძე და ნიკა სვანიძეც. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სანდრო მეტრეველს 2 300-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ნიკა ბერიძემ და ნიკა სვანიძემ კი სხდომათა დარბაზი სიტყვიერი გაფრთხილების საფუძველზე დატოვეს.
დღესვე სასამართლომ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 6 დეკემბერს დაკავებულ ხუთ პირს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.