დაკავებული სპეცრაზმელები – შეფასებები

12:11, 11.05.2026

ხუთი სპეცრაზმელის დაკავების საქმეზე პოლიტიკური შეფასებები არ წყდება. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ამ პირების დაკავება საკმარისი არ არის და პასუხისგებაში უნდა მისცენ თავდასხმის ორგანიზატორები. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ნებისმიერი გადაცდომა და არასწორი ქმედება დასჯადია და კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

გურამ როგავას, ლევან ხაბეიშვილისა და მომიტინგე ზვიად მაისაშვილის მიმართ ძალადობის ფაქტებზე პროკურატურამ ხუთი პირი დააკავა. მათ შორის სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელია. საუბარია 2024 წლის აქციებზე მომხდარ ფაქტებზე. დაკავებულ სპეცრაზმელებს პატიმრობა უკვე შეეფარდათ. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება და შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, დაკავებულთა წრე გაფართოვდეს.

მსგავსი