დაკავებულებს ადვოკატები ხვდებიან

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული წესით 48 პირი დააკავა. დაკავებულების ნაწილი ხელწერილის საფუძველზე გაუშვეს, ნაწილი კი ზაჰესის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.

დაკავებულები სახალხო დამცველმა და ადვოკატებმა მოინახულეს. ერთ-ერთი ადვოკატი ამბობს ამბობს, რომ ხუთი დაკავებული მოინახულა. 5-დან სამს დაზიანებები, კერძოდ დალურჯებები აღენიშნება, ერთი მსუბუქად არის დაშავებული და ერთს კი დაზიანებები არ აღენიშნება.

მეორე უფლებადამცველის განცხადებით, მან ერთი დაკავებული მოინახულა, რომელსაც ადვოკატის თქმით, დაზიანებები აღენიშნება. რაც შეეხება ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტს, ბექა ყორშიას, ის დაკავებულია, თუმცა, ჯერჯერობით იზოლატორში გადაყვანილი არ არის.