დაკავებულებს ადვოკატები ხვდებიან

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული წესით 48 პირი დააკავა. დაკავებულების ნაწილი ხელწერილის საფუძველზე გაუშვეს, 20 ადამიანი კი ზაჰესის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება, მათ შორის არის „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ბექა ყორშია. მათ მოსანახულებლად ადვოკატები არიან შესულები.

დაკავებულების ნაწილი რეგიონებშია გადაყვანილი. ასევე წინასწარი მოთავსების იზოლატორში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები იმყოფებიან. გამომძიებლის განცხადებით, უწყებაში შეტყობინება შევიდა და დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაცია დაკავებულების მონახულების შემდეგ ექნებათ.