დაკავებულ სპეცრაზმელებს პატიმრობა შეეფარდათ

18:03, 09.05.2026

საპროტესტო აქციებისას ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულ ყოფილ სამართალდამცველებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს. სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩატარდა, მხარეებს გაუთქმელობის შეთანხმებაზე აქვთ ხელი მოწერილი.

როგორც ირკვევა, ამ ეტაპზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორ ყოფილ თანამშრომელს ადვოკატები არ ჰყავთ, ისინი სასამართლოს მხრიდან პატიმრობის გამოყენებას დაეთანხმნენ.

მაკა ლაშხია გვეტყვის უფრო მეტს ამ თემაზე.

მსგავსი