დაკავებულ სპეცრაზმელებს პატიმრობა შეეფარდათ
ბრალის აღიარება და ბოდიში დაზარალებულებს – 2024 წლის აქციებისას ძალადობისთვის დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლომ დღეს დახურულ რეჟიმში იმსჯელა. ყველა მათგანს პატიმრობა შეეფარდა. დაკავებულებმა სასამართლოს დარბაზში თქვეს, რომ აქციაზე თვითნებურად მოქმედებდნენ. სახელმწიფო ბრალდების ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება და შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, დაკავებულთა წრე გაფართოვდეს.
მაკა ლაშხია მუშაობდა დღეს ამ თემაზე და ის ახლა პირდაპირ ეთერში გვიერთდება – როგორია ბრალდებულების პოზიცია და რა ახალი გარემოებები გახდა ცნობილი დღევანდელი სხდომის შემდეგ.