დაკავებულ პირებს ადვოკატები შეხვდნენ

15:08, 18.10.2025

დაკავებული პირები ზაჰესისა და დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორებში არიან გადაყვანილები. ისინი დილიდან მოინახულეს ადვოკატებმა. უფლებადამცველების განმარტებით, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და თავს უდანაშაულოდ ცნობენ. ადვოკატების ნაწილი, სასამართლოს მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს, ნაწილი კი პროცესზე გირაოს შუამდგომლობას დააყენებს.

მსგავსი