დაკავება ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და სახელმწიფოს კუთვნილი  ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტი გამოავლინა.

პასუხისგებაში მიეცა სამი პირი. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე და 362-ე მუხლის მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით, 6-დან 9 პატიმრობას ითვალისწინებს.