დაკავება ყაჩაღობის ბრალდებით
ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს 1982 წელს დაბადებული პირი და ასევე დედა-შვილი – დედა წარსულში ნასამართლევია. გამოძიებით დადგინდა, რომ შენიღბული ბრალდებულები 29 მარტს გვიან ღამით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მცხოვრებ მოქალაქეს საცხოვრებელ სახლში ყაჩაღურად დაესხნენ თავს, ფიზიკურად იძალადეს მასზე და ძალის გამოყენებით 8 200 ლარი, საბანკო ბარათები და მობილური ტელეფონი წაართვეს.
პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხა და ნივთები. დანაშაული 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.