დაკავება ტრეფიკინგის ბრალდებით

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ იულია სუსლიაკს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. დღესვე ცნობილი ხდება, რომ ცხრა თვის ბავშვი, რომელზეც ბრალდებული ქალი აცხადებდა, რომ ერთი წლის წინ, სახლში, აბაზანაში გარდაეცვალა, სუსლიაკმა რუსეთში გაყიდა. ამის შესახებ დღეს საქმის პროკურორმა უცხოეთიდან მოპოვებულ დოკუმენტზე დაყრდნობით განაცხადა.

უკრაინელ ქალს ტრეფიკინგის ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 14-17 წლამდე პატიმრობა ემუქრება. რაც შეეხება იმ 10 მცირეწლოვანს, რომელიც იულია სუსლიაკმა საქართველოში ჩამოიყვანა, ორი მათგანი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში რჩება, რვა კი სოციალური სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

ხათუნა გაგნიძე დეტალებით.