დაკავება ტრეფიკინგის ბრალდებით

ათი ბავშვით ვაჭრობაში ბრალდებული, იულია სუსლიაკის ადვოკატი შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა, სადაც მას ტრეფიკინგის ბრალდების საქმის მასალები გადასცეს. ადვოკატმა, თავის მხრივ, გამომძიებლებს დოკუმენტაცია დაუტოვა, რომელიც მისი განცხადებით, ამტკიცებს, რომ მეთერთმეტე ბავშვი უკრაინის მოქალაქე ქალს რუსეთში შარშან უბედური შემთხვევის შედეგად გარდაეცვალა.

იულია სუსლიაკი ორი დღის წინ დააკავეს. მან საქართველოში ათი ბავშვი ჩამოიყვანა, რომლებიც ინტოქსიკაციით საავადმყოფოში მოხვდნენ. ოთხი ბავშვი ერთ წელს არის დაბადებული და სწორედ ამის გამო დაინტერესდნენ სამართალდამცველებიც მათი თანმხლები ქალით, რომელიც აცხადებდა, რომ ათივე ბავშვი მისი შვილი იყო.

ხათუნა გაგნიძეა პირდაპირ ეთერში.