არასრულწლოვნი შვილის მიმართ ჩადენილი შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე პროკურატურამ დედას ბრალდება წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 11 წლის არასრულწლოვანი შვილი სარგებლის მიღების მიზნით გადაიბირა და 2023 წლიდან შრომით ექსპლუატაციას უწევდა. ბრალდებული შვილს, ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, შეგროვილ თანხას კი თავად ისაკუთრებდა.
ბრალდებული ყოველდღიურად უწესებდა არასრულწლოვანს შესაგროვებელი თანხის ოდენობას. დანაშაული 17 წლამდე ვადით თავისუფლებას აღკვეთას გულისხმობს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.