დაკავება ტრეფიკინგის ბრალდებით
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ტრეფიკინგის ბრალდებით – 1981 წელს დაბადებული პირი დააკავეს.
მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული აუდიო და ვიდეოჩანაწერებით დგინდება, რომ ბრალდებული არასრულწლოვან შვილს, ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით აიძულებდა, თბილისის სხვადასხვა უბანში ეთხოვა მოწყალება, მიღებულ თანხას კი სრულად ისაკუთრებდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე სეკუნდა მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.