არასრულწლოვნით ვაჭრობის, პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემისა და პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებულ პირს პროკურატურამ ბრალი უკვე წარუდგინა. ის 1997 წელს დაბადებული მამაკაცია. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით, წინასწარი შეცნობით, გადაიბირა არასრულწლოვანი გოგონა, რომელსაც მის მფლობელობაში არსებულ ერთ-ერთ მასაჟის სალონში ამუშავებდა. მოპოვებული მტკიცებულებებით ასევე ირკვევა, რომ არასრულწლოვანი ამ გზით გამომუშავებული თანხის ნახევარს დაკავებულს უხდიდა. დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.