დაკავება ტრეფიკინგის ბრალდებით

15:09, 26.09.2025

საქართველოს პროკურატურამ ტრეფიკინგის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მატერიალურ გაჭირვებაში მყოფ პირს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით აიძულებდა, მის კუთვნილ ხილ-ბოსტნის მაღაზიაში მტვირთავად ემუშავა, რის სანაცვლოდაც თანხას არ უხდიდა. მას შემდეგ, კი რაც მაღაზიაში მუშაობას დაასრულებდა, ბრალდებულის მითითებით თბილისში, ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე შუქნიშანზე გაჩერებული ავტომობილების მძღოლებისგან მოწყალებას ითხოვდა, თანხას კი სრულად ბრალდებული ეუფლებოდა.

დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

მსგავსი