დაკავება თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით

მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის, იძულებისა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, ცოლად შერთვის მიზნით, 2005 წელს დაბადებულ გოგონას თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. ასევე, დაკავებულები არიან ის პირები, რომლებიც ინფორმაციას ფლობდნენ მომხდარი დანაშაულის შესახებ, თუმცა სამართალდამცველებს არ შეატყობინეს. დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.