დაკავება თავდაცვის სამინისტროს თანხების გაფლანგვის ფაქტზე 

12:02, 28.07.2025

თავდაცვის სამინისტროს თანხების გაფლანგვის ფაქტზე დაკავებულებს ბრალს ოფიციალურად ნახევარ საათში წარუდგენენ. შესაძლოა, დღესვე იმსჯელოს სასამართლომ მათთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე. უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიება განხილვის თემაა პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ რეალურად ეს არა კორუფციასთან ბრძოლა, არამედ „ქართულ ოცნებაში“ შიდა კლანური დაპირისპირებაა. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ კორუფციასთან ბრძოლა ხელისუფლების დიდი ხნის პრიორიტეტია და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ყველა არაკანონიერი ქმედება სათანადოდ იქნება დასჯილი.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა დააკავა. ის თანამდებობას ჯუანშერ ბურჭულაძის მინისტრობის პერიოდში იკავებდა. ამავე საქმეზე ასევე დაკავებულები არიან სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ახლო ნათესავი. საქმე ეხება 2023 წელს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თანხების გაფლანგვას.  საუბარია მილიონ 333 ათას ლარზე მეტზე.

მსგავსი