დაკავება თაღლითობის ბრალდებით

21:12, 15.08.2026

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორი განსხვავებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავეს. გამოძიების ვერსიით, საქმე ეხება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტებს.

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მატერიალური სარგებლის მიღების სანაცვლოდ, საქართველოში ბინადრობის უფლების მოპოვებასა და ქვეყანაში ყოფნის ვადის უკანონო პროცედურებით გაგრძელებას ჰპირდებოდნენ. ნაკისრი ვალდებულები ვერ შეასრულეს, თუმცა, ფიგურანტებმა დაზარალებულთაგან თანხის ნაწილი მაინც მიისაკუთრეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, წარდგენილი მუხლი სანქციის სახით 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი