დაკავება შვილებისა და მეუღლის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით

არასრულწლოვანი შვილებისა და მეუღლის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, მოლდოვის მოქალაქეა დაკავებული. სამართალდამცველებმა 34 წლის ქალი თბილისში აიყვანეს. გამოძიების ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ქალმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქმარს და ასევე 15 და 10 წლის შვილებს.

ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებული ოჯახის წევრებზე სისტემატურად ძალადობდა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს 1-დან 3 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.