საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ფაქტებზე შსს-მ უცხო ქვეყნის ექვსი მოქალაქე დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქემ თავისი მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანით, თურქეთის ხუთი მოქალაქე სასაზღვრო საკონტროლო-გამშვები პუნქტის „სარფის“ გვერდის ავლით, საქართველოს ტერიტორიაზე ფარულად, უკანონოდ გადმოიყვანა.
პოლიციამ ექვსივე მათგანი სასაზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე დააკავა. დანაშაული 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.