დაკავება სამხედროების მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე

იაღლუჯის საწვრთნელ ბაზაზე სამხედროების მიმართ ღირსების შემლახველი მოპყრობის საქმეზე დაკავებულ შსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ორ თანამშრომელს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვის მახარე კი ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. მათ სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან. პარალელურად, დღესვე ცნობილი ხდება საქმის ახალი დეტალები.

ხათუნა გაგნიძე განავრცობს თემას.